ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ირანული მედია 35-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იტყობინება. 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი პოლიციელია.
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრის შესასვლელში აიფეთქა თავი. მეორემ კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტოსადგომზე აამოქმედა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.