logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძემ შოტლანდიაში უმაღლესი განათლების საკითხებზე ორმხრივი შეხვედრები გამართა
- +

21 ნოემბერი. 2023. 20:11

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ბრიტქნეთის საბჭოს ორგანიზებით შოტლანდიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში Going Global 2023 მონაწილეობს.

 

 

ფორუმის მსვლელობისას კომიტეტის თავმჯდომარემ და მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეს შოტლანდიის განათლების მინისტრ გრემ დეისთან, უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტთან, შოტლანდიის უნივერსიტეტების გაერთიანების ხელმძღვანელ ანდრეა ნოლანთან, გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების ასოციაციის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელ ჯეიმი აროუსმიტთან, დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან - ჯეისონ ნორისთან და იაინ ჯილესპისა და სეინთ ენდრიუს უნივერსიტეტის პრორექტორ ბრედ მაკკეისთან.

 

 

შეხვედრებზე ძირითადად განხილულ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა და ბრიტანული უნივერსიტეტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები.

 

 

შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების განხორციელებისა და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner