„სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არის აქტიურ პოლიტიკაში," - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილი არ მოქმედებს როგორც ზეპარტიული პრეზიდენტი.
„ის მოქმედებს როგორც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. ის არის პოლიტიკაში და, შესაბამისად, ატარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი ფარი“,- განაცხადა ოხანაშვილმა.