logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი
- +

21 ნოემბერი. 2023. 22:24

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინას მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაში პროგრესი მიულოცა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული სამუშაო გამოყო.

 

 

"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანება მოულოდნელად ერთ ღამეში არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი", - ხაზგასმით აღნიშნა მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა.

 

 

მიშელის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს მოთხოვნები და ზოგჯერ იმედგაცრუებაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ საჭირო მუშაობა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.

 

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მორალური ვალდებულება და სტრატეგიული პასუხისმგებლობაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner