აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა.
"ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების [ნაწილის] ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"მაგრამ მე არ მსურს დეტალებში შესვლა, რადგან არაფერია დასრულებული, სანამ არ გაკეთდება. [თუმცა] სიტუაცია ამ მომენტში კარგად გამოიყურება", - დასძინა ჯო ბაიდენმა.
ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.