logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას
- +

21 ნოემბერი. 2023. 22:27

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ დაკავებულ მძევლებთან დაკავშირებით.

 

 

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ "ჰამასის" სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ კამპანიის განმავლობაში - 45 დღე - არ არის მომენტი, რომ მძევლებზე არ ვიფიქრო", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner