logo_geo
eng_logo
გაერო: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის - 560-ზე მეტი ბავშვი
- +

22 ნოემბერი. 2023. 00:05

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის - 560-ზე მეტი ბავშვი. შესაბამის მონაცემებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

 

 

სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, 18 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

 

 

"ათი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა უკრაინისთვის საშინელი ეტაპია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 21 თვე გრძელდება, გაჭიანურებულ კონფლიქტში გადასვლის რისკის წინაშე დგას, რასაც თან ახლავს მძიმე ადამიანური დანაკარგები", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა.

 

 

მისიაში აცხადებენ, რომ გამოწვევებისა და გადამოწმებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, რეალური მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner