logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ევროკავშირის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობა კრემლის გამარჯვება იქნება
- +

22 ნოემბერი. 2023. 00:06

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობა კრემლის გამარჯვება იქნება.

 

 

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ვითარების აღწერისას ზელენსკიმ არ უარყო იმის შესაძლებლობა, რომ დეკემბერში ევროკავშირის სამიტმა შეიძლება უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

 

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გააკეთა და გააკეთებს ყველაფერს, რათა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები. მან ასევე განაცხადა, რომ თავად ევროკავშირი დადებითად აღწერს უკრაინის პროგრესს.

 

 

"ძალიან მინდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ არ ვითამაშოთ. თუ ევროპა არ გაერთიანდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ირგვლივ, მაშინ ასეთი პრეცედენტის შემდეგ შესაძლოა სხვა გადაწყვეტილებები ჩაიშალოს - უკრაინის დახმარებაზე, სანქციების ზეწოლაზე, ფინანსურ დახმარებაზე. ეს დიდი გამოწვევაა ყველასთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner