ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი ყველა მიზანს არ მიაღწევს.
"ჩვენ ომში ვართ და ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"ჩვენს წინაშე რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სანამ ყველა [მძევალი] არ დაბრუნდება, არ დავისვენებთ. ომს აქვს ეტაპები და მძევლების დაბრუნებას ექნება ეტაპები", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.