logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი კონფერენციას „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნის
- +

22 ნოემბერი. 2023. 09:32

 

 

დღეს, პარლამენტი და საქართველოს  ეროვნული პლატფორმა - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი  მესამე ერთობლივ კონფერენციას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.

 

კონფერენციას გახსნიან  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი  და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

 

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.

 

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია:  სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner