logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: კავკასია, თავისი საქართველოთი, უკვე დაანონსდა „მესამე მსოფლიო ომის დასაწყისის ერთ-ერთ პროგნოზირებად გლობალურ რისკად“
- +

22 ნოემბერი. 2023. 10:01

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებს, სადაც ისინი მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკებზე საუბრობენ. ქართველიშვილის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, არათუ შესუსტდა ის რისკები და საჭიროება, რის გამოც თავის დროზე „ხალხის ძალა“ შეიქმნა, არამედ, სავარაუდოდ, პროცესები თავისი განვითარების ყველაზე სახიფათო ფაზაში შედის.

 

„არანაირი მოდუნება. ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა „ხალხის ძალის“ შექმნა, არათუ აქტუალურია ჯერ კიდევ, არამედ შესაძლოა შედის თავისი განვითარების ყველაზე სახიფათო ფაზაში. საინტერესო ფრაზა გამოთქვა გამომცემლობა „The Sun“-თან ზელენსკიმ: „უკრაინა დღეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების გლობალური რისკების ეპიცენტრშია“.

 

პრეზიდენტის მოსაზრება კიდევ უფრო განავრცო უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (СНБО) მდივანმა დანილოვმა თავის გამოსვლაში Halifax International Security Forum-ზე: „შესაძლოა უკრაინის მიმართ ყურადღება იკლებს ისეთ ლოკაციებზე პროგნოზირებადი კონფლიქტების გაჩაღების გამო, როგორიცაა: ახლო აღმოსავლეთი, ბალკანეთი, კავკასია, ცენტრალური აზია და არქტიკის არეალი“.

 

დანილოვმა ფაქტიურად გაახმოვანა კოლექტიური დასავლეთის ახალი კონცეფცია. პირველს საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის დასაწყისში: რუსეთის გარშემო „დემოკრატიის სარტყელის“ შექმნის სახით, რომლის ერთ-ერთი არქიტექტორიც თავის დროზე სააკაშვილი იყო. ამჟამად რუსეთის გარშემო ხორციელდება ახალი, „კონფლიქტური პერიმეტრის“ განვითარების კონცეფცია. ამ გეგმებში თუ ზრახვებში ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების საკითხი. კავკასია, თავისი საქართველოთი უკვე დაანონსდა „მესამე მსოფლიო ომის დასაწყისის ერთ-ერთ პროგნოზირებად გლობალურ რისკად“. თემურ ალასანიამ უკვე გააჟღერა ამ რისკების გაჩაღების კონკრეტული მიმართულება - ძალისმიერი პროვოკაციები სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით. ასე რომ, „ხალხის ძალის“ და საზოგადოების მოდუნებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner