„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეფორმების გატარებას გეგმავს, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაშია წარმოდგენილი.
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაძლიერდება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლი; სახელმწიფო წაახალისებს მრავალშვილიანობას; მომზადდება სოციალური პაკეტი მრავალშვილიანი მშობლებისთვის; გაძლიერდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალური პროგრამები დემოგრაფიული მდგომარეობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. გაძლიერდება ხანდაზმულთა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები, გაძლიერდება შინ მოვლის პროგრამები. პრობლემების მქონე ოჯახებთან მიმართებაში გაიზრდება სოციალური მუშაკის როლი", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.