„USAID აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
ასევე მან ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში დაადანაშაულა.
„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო, აშშ აგრესორ ქვეყანას, სომხეთს უჭერდა მხარს. დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში სამანტა პაუერმა ვერც ერთხელ გაბედა აზერბაიჯანელი ლტოლვილების და დევნილთა მდგომარეობაზე საუბარი და არ მოუთხოვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე. ნიღბები ჩამოხსნილია. USAID აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს“, - წერს ჰაჯიევი „X“-ზე.