„ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნა იყო სამუშაო ჯგუფებზე, მაგრამ ოპოზიციას, ხელისშეშლის გარდა, არაფერი უკეთებია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ევროკავშირის ელჩმაც დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია ხელისუფლების მხრიდან ინკლუზიურობაზე ორიენტირებულობა და მეორე - ოპოზიციის კონსტრუქციულობა. რაკი მან ამაზე საუბარი დაიწყო, ეს არის საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მწვავედ განიცდება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.