პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს, სადაც საუბარია სოციალური დაცვის სისტემის განვითარებისთვის განსახორციელებელ რეფორმებზე.
„ქართული ოცნების" სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალეობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
- დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფუნქციონირება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა;
- დაინერგება საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან;
- დაინერგება სახელმწიფო პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება", რომლის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.