logo_geo
eng_logo
სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 6 წელი გავიდა
- +

22 ნოემბერი. 2023. 14:25

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

ივანე გოლაშვილი 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner