logo_geo
eng_logo
ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
- +

22 ნოემბერი. 2023. 15:07

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროცესში ფერდი ჩამოიშალა.

 

„ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. ეს არის მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ჩამოიშალა ფერდი, რის გამოც მოგვიხდა მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის დროებით ქირით გაყვანა. ფერდი უკვე გამაგრებულია. გავაუქმეთ მშენებლობის ნებართვა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ახლა კი, 1 500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეს მოაწყობს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner