პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აფეთქების მცდელობასა და ტერორიზმთან კავშირში 29 წლის ქალია ბრალდებული. სამართლადამცველებმა ის ღვთისმშობლის ტაძართან გასულ კვირას გაზის ბალონებით სავსე მიტოვებული მანქანის აღმოჩენიდან მეორე დღეს დააკავეს.
ბრალდებულის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას ორნელა ჟ. ჰქვია. მასთან ერთად პოლიციის თანამშრომლებმა ორნელა ჟ.-ს მეგობარი ბიჭიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ სამი ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.