logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, სამარცხვინოა
- +

22 ნოემბერი. 2023. 15:34

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია „ფსბ“-ს დაგეგმილი აქცია იყო.

 

„სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ეს ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილისგან, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, მორალი არ აქვს საერთოდ. სამარცხვინოა მისი თითოეული განცხადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner