logo_geo
eng_logo
ატენის ქუჩა N16-ში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
- +

22 ნოემბერი. 2023. 17:45

 

 

ატენის ქუჩა N16-ში, სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. პროექტი ვაკის რაიონის გამგეობისა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი კი, სპორტის მოყვარულთა აქტივობების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

 

სპორტული მოედნის გახსნას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე.

 

საკალათბურთო მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სამუშაოების ღირებულებამ 69 300 ლარი შეადგინა.

 

სპორტული მოედნის გარდა, წინასწარ შერჩეულ მისამართზე - წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ასევე, ღია სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, რაზეც 53 000 ლარია გამოყოფილი. 

   

საერთაშორისო გრანტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ვაკის რაიონის გამგეობამ პირველად ჩინეთიდან მოიპოვა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner