ფერადი და ნათელი სივრცე მეტი შემეცნებისთვის, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის - ეს „საქართველოს ბანკის“ იდეათეკაა. რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც მოსწავლეების აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებსა და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებზე.
„საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მისია ბანკის მთავარ ღირებულებას ეფუძნება - შექმნას განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
„საქართველოს ბანკში“ ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების, მათი შესაძლებლობების და იმის, რომ განათლება ქმნის უკეთეს მომავალს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, მივცეთ სკოლის მოსწავლეებს წვდომა შემეცნებით რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, სამყაროს უკეთ შეცნობაში, მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და კითხვის შეყვარებაში. სწორედ ასე დაიბადა „საქართველოს ბანკის“ იდეათეკების შექმნის იდეა - სივრცის, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს ბავშვების უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.
2019 წელს „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით და პარტნიორების ხელშეწყობით პირველი იდეათეკა შეიქმნა. ახლახან კი ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა.
დღეს მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
თავდაპირველად, იდეათეკების მიზანს საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა. ასე გაიხსნა 10-მდე იდეათეკა. თუმცა, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, საქართველოს ბანკის გუნდის მისია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
შედეგად, ბანკის მიზანი ახლა საქართველოს რაც შეიძლება მეტი რეგიონის, მეტი სკოლის მოცვაა. საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის და ბოლნისის სკოლებში.
წლის ბოლომდე მათ რიცხვს კი კიდევ რამდენიმე იდეათეკა შეემატება.
„საქართველოს ბანკში“ კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი როლი უკეთესი, უფრო ნათელი მომავლის შექმნის პროცესში. მისი მთავარი განმახორციელებელი კი ახალგაზრდები არიან. ჩვენ ერთგვარად ამბიციური მიზანი გვამოძრავებს - რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ წვდომა განათლების, შემეცნების და ახალი აღმოჩენებისთვის საჭირო თანამედროვე რესურსებზე. სწორედ ამიტომ, თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით - ადგილით, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ STEM მეცნიერების საფუძვლებს. ჩვენი გუნდის და პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლის 10 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა იდეათეკის ფერად სივრცეზე. მათგან მიღებული უკუკავშირი კი გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტ სკოლაში გავხსნათ იდეათეკა და უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, იდეათეკების პროექტი „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით ხორციელდება. ამ პროცესში კი ქართული წიგნის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს, რომელიც ბანკისგან მიღებული დაფინანსებით იდეათეკის სივრცეს ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს და ლოგისტიკურ პროცესებში არის ჩართული.