logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაავსო ციხეები და დაამყარეს უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც პატიმრების გაუპატიურებას გულისხმობდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაძარცვეს ქართველი ხალხი
- +

22 ნოემბერი. 2023. 21:10

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას ეხმაურება.

 

 

„მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] გადაავსეს ციხეები, ციხეებში დაამყარეს უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც პატიმრების გაუპატიურებას გულისხმობდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაძარცვეს ქართველი ხალხი, რეკეტის ქვეშ ამყოფეს სრულიად ქართული ბიზნესი და ეს ყველაფერი 2008 წელს დაგვირგვინდა იმ უმძიმესი მოვლენებით, რომელსაც შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას აპირებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner