logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია ამ დაბალი ბარიერის პირობებში, ვიდრე სიკეთის
- +

22 ნოემბერი. 2023. 23:44

"დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია ამ დაბალი ბარიერიერის პირობებში ვიდრე სიკეთე," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ახლა საარჩევნო პერიოდი ახლოვდება და რასაკვირველია, რომ ეს ბარიერი ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვინც 5%-ს ვერ დააგროვებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, იმ რაოდენობიდან გამომდინარე რა მხარდამჭერებიც ეყოლებათ, გარკვეული დაფინანსება ექნებათ, რათა გაფართოვდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს და შემდეგ არჩევნებში დაუბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ევროკავშირის 23-მა ქვეყანამ დადო ბარიერი 5%, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმსაც პარლამენტში და გარდა ამისა, სტაბილურობის გარანტიაა, რომ ვინც რეალურად იგებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმას ჰქონდეს მეტი შანსი ჩამოაყალიბოს მთავრობა. კიდევ ერთი ფაქტორია - როდესაც მცირე პარტიები შემოდიან, უკვე დიდ პარტიებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ თუნდაც მთავრობის ჩამოყალიბების, პოლიტიკურ ზღვარს გაცდენილი არაჯანსაღი მოლაპარაკებების და გარიგებების წინაპირობების შექმნა შეუძლიათ. დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია ამ დაბალ ბარიერში, ვიდრე სიკეთის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner