"ვინც ამას გეგმავს, ვერ საზღვრავს რა წონა აქვს იგივე ნინო ლომჯარიას, ან სალომე ზურაბიშვილს. ან როგორ შეიძლება ამ გაერთიანებამ მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარიას შესაძლო ალიანსთან დაკავშირებით განაცხადა.
„გამორიცხული არ არის [ალიანსი]. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი ჩვენს თვალწინ ვითარდება. ვინც ამას გეგმავს, ვერ საზღვრავს რა წონა აქვს იგივე ნინო ლომჯარიას, ან სალომე ზურაბიშვილს. ან როგორ შეიძლება ამ გაერთიანებამ მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს. პიროვნულად არავის ვეხები. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, თუ მეორე მხარე [პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ] განაპირობებს უმრავლესობას, მთავრობასაც დააკომპლექტებენ. ეს სამართლიანიც იქნება. იმიტომ არის 5%-იანი ბარიერი. იგივე სცენარის განვითარება 5%-ზე დაბალ პარტიებთან ერთად უკვე ტრაგედია იქნება. თქვენ რა გაერთიანებაზეც საუბრობთ, არა მგონია გამარჯვების პერსპექტივა ჰქონდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.