„ქართული ოცნების" წევრი, თამარ ჩუგოშვილი, სოციალურ ქსელში, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს:
„ჩემი ჰარვარდში სწავლის დაფინანსება, როგორც ჩანს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ხოდა სპეკულაციები რომ მორჩეს, აგერ მეგობრებო, სრულადაა დაფინანსებული თავად ჰარვარდის ერთ-ერთი ფელოუშიპ პროგრამით...
ნინო დანელია, იქნებ გვარამიას ჰკითხო მისი სწავლა ვინ დააფინანსა 120 000-ით, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან თვითონ სწავლის დაფინანსებას ვალში ყოფნად თვლით", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.