logo_geo
eng_logo
7 ნოემბერს დაზარალებული: თავი სამ ადგილას ჩამიტეხეს, ოთხი ნეკნი გამიტეხეს და სხეულის არცერთი ნაწილი არ მქონდა დაუზიანებელი. რომ დაინახეს, სისხლში ვიწექით და აღარ ვინძრეოდით, მერე წავიდნენ
- +

23 ნოემბერი. 2023. 00:29

7 ნოემბრის დაზარალებულმა დავით ახრახაძემ გადაცემაში „იმედი Live“ ის დღე გაიხსენა, როდესაც აქციის მონაწილეები ძალისმიერი მეთოდით დაშალეს. ახრახაძე იხსენებს, რომ თავს სპეცრაზმის წარმომადგენლები უმიზეზოდ მას და მის მეგობარს ბარათაშვილის გამზირზე დაესხნენ.

 

 

თავი სამ ადგილას ჩამიტეხეს, ოთხი ნეკნი გამიტეხეს და სხეულის არცერთი ნაწილი არ მქონდა დაუზიანებელი. ასევე იყო ჩემი მეგობარიც. ეს არ იყო ცემა. ეს იყო მკვლელობის მცდელობა. რომ დაინახეს, რომ ორი ადამიანი სისხლში ვიწექით და აღარ ვინძრეოდით, მერე წავიდნენ“, - იხსენებს დაზარალებული.

 

 

მისი თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლების მორიგი თავდასხმის ობიექტი აღნიშნული ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ, მაისის თვეშიც გახდა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ესწრებოდა, აქცია დატოვა ავტომანქანით და მას ოთხი შავი ავტომანქანა დაედევნა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გააჩერეს და ცდილობდნენ მის მანქანიდან ძალით გადაყვანას, გაქცევა შეძლო.

 

 

დავით ახრახაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება რა დააშავა, რადგან სრულ ჭკუაზე არ არის.

 

 

„საღ აზრზე არ არის. როგორ შეიძლება ადამიანი საღ აზრზე იყოს, როდესაც კონტეინერში ზის და ვიდეოს იღებს მომიტაცეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმაო. სამკურნალოა, ოღონდ „ვივამედში“ არა, ხონის „პასაჟირია“. სააკაშვილი უთავმოყვარეო ადამიანია. ვისაც მთელი ცხოვრება ლანძღავდა, რუსეთის აგენტს ეძახდა, იმას სთხოვს დღეს შეწყალებას. მითუმეტეს პოლიტიკაში გინდა, რომ იყო. მსოფლიო იცნობს ბოლო-ბოლო. საქართველოს ლიდერი და „ვარდების რევოლუციის“ ვითომ შემოქმედი. თავის შეცოდება ზურაბიშვილისთვის, ბავშვებს მამა დაუბრუნეო, ძალიან დაბალი დონე იყო“, - აცხადებს დავით ახრახაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner