"ის [მიხეილ სააკაშვილი] დაუბრუნდება თავის შვილებს ჯანმრთელი სხვა მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მისი ციხეგამოვლილობის გამო ოჯახებში ვერ დაბრუნდნენ, ზოგი ცოცხალი ვერ დაბრუნდა, ზოგი კი ისე დაბრუნდა, რომ მთელი ცხოვრება იმ დაღით მოუწევს ცხოვრება, რაც იქ გაიარეს, რაც ნახეს და მათ შორის ვიყავი მეც," - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას გიორგი ზერეკიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლის ასაკში დააკავეს.
„ჩემი მაგალითი არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ჩაერია სახელმწიფო უხეშად ერთი ოჯახის ისტორიაში. გლდანის ციხე დედამიწაზე ნამდვილად ჯოჯოხეთი იყო. მე არ ვამბობ ვიღაცის მოყოლილს, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგას ვამბობ. ისეთი რაღაცები მომხდარა იქ, რომ მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. სტრასბურგში გასაჩივრების შემდეგ, როცა შეატყვეს რომ საქმეს წააგებდნენ, ჩემს ოჯახს შესთავაზეს, რომ საქმე გამოეტანათ სტრასბურგიდან და მე გამათავისუფლებდნენ. ჩემი ოჯახი ამას დათანხმდა, თუმცა, პირობა არ შეასრულეს, დედაჩემს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც მამაჩემმა თავის თავზე აიღო, ერთი წელში კი თქვეს რომ ციხეში დენმა დაარტყა. მე მქონდა პროკურატურაში კომუნიკაცია საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირთან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ადამიანი დენით გარდაცვლილი არ იყო. დენის კვალი საერთოდ არ აღენიშნებოდა, არსებობს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. მე მაინც მჯერა, რომ სამართლიანობა მამაჩემის საქმეზეც დადგება.
პატიმრობის დროს ჩავაბარე სამართალმცოდნეობაზე, ეგონათ ვერ ჩავაბარებდი, მაგრამ სხვა ბავშვები გაუშვეს [ციხიდან] და მე - არა. თუ ჩვენ წარსულიდან არ გამოვიტანეთ სწორი დასკვნები, ჩვენ მომავალშიც იმავე შეცდომას დავუშვებთ. მომავალ თაობებთან სწორედ ის პასუხისმგებლობა მაქვს, რომ მოვყვე, სინამდვილეში ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა ბოროტები და მანიაკები არიან და ჩემს ამბავსაც გავახსენებ საზოგადოებას თუ ამის საჭიროება იქნება, რომ ვეღარასდროს შეძლონ მათ ქვეყნის მართვა. ისინი თავიანთ პოლიტიკას დღესაც დესტრუქციაზე აგებენ, არასდროს მოუხდიათ ბოდიში საზოგადოებისთვის და როგორ უნდა დავუჯეროთ მათ, როდესაც არც ინანიებენ და მათ საქციელებში არც კონსტრუქციულ ნაბიჯებს ვხედავთ“, - აცხადებს ზერეკიძე.