logo_geo
eng_logo
ორბანი: ევროპული საბჭო ვერ შეთანხმდება გაფართოების პროცესის მომავალზე, თუ არ იქნება კონსენსუსი უკრაინის მიმართ ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე
- +

23 ნოემბერი. 2023. 00:37

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

როგორც გამოცემა იუწყება, ორბანმა წერილობით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე არ უნდა იყოს დამტკიცებული ევროკავშირის ლიდერების მიერ.

 

 

"ევროპული საბჭო ვერ შეთანხმდება გაფართოების პროცესის მომავალზე, თუ არ იქნება კონსენსუსი უკრაინის მიმართ ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე", - ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.

 

 

ორბანის თქმით, ლიდერებს "უნდა ჰქონდეთ გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების მიზანშეწონილობის შესახებ".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner