გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
ბერლინში იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაესრულებინა უკრაინაში შეჭრა.