logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ომი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს - ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის
- +

23 ნოემბერი. 2023. 01:51

"ომი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს - ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

"ჩვენ ვიბრძოლეთ ["ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ] შეთანხმების გასაუმჯობესებლად. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც მუშაობდა შუამავლებთან ერთად შეთანხმების გაუმჯობესების მიზნით. სამხედრო და დიპლომატიური ძალისხმევის ერთობლიობამ წინ წაიწია [ეს პროცესი] და მჯერა, რომ ეს საშუალებას მოგვცემს დამატებითი მძევლების გასათავისუფლებლად", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner