logo_geo
eng_logo
საქართელოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

23 ნოემბერი. 2023. 11:15

 

 

ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მარიამ ლაშხის ხელმძღვანელობით და წევრების, გრეტა წიწავას და ნიკოლოზ მაჭუტაძის შემადგენლობით, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე  იუსი ჰალა-აჰოსთან.

 

ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

იუსი ჰალა-აჰომ ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner