„ბარიერის მინიმუმამდე უკიდურესმა დაწევამ ქართული სახელმწიფოსთვის სასიკეთო არაფერი გამოიღო“, - ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ განაცხადა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პატარა პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ევროკავშირის ელჩის სამშობლოშიც 5%-იანი ბარიერია, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ის მისაღები იყო საზოგადოებისთვის. აქაც ასე იქნება. არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს თუ არ შემოვლენ 1%-იანი და 0,1%-იანი პარტიები პარლამენტში. კეთილი ინებონ და გაერთიანდნენ“, - მიიჩნევს ოდიშარია.
2024 წლის არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.