„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაცლილია არამც თუ პოლიტიკური, არამედ მთლიანი ყოფითი მორალისგან”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„იმ ხალხმა, ვინც ზეიმს აპირებს ამასთან დაკავშირებით, საკუთარ თავს დაუსვან პირველ რიგში კითხვა, რამდენად მორალური უფლება აქვს, რომ იზეიმონ ეს თარიღი, იმის გათვალისწინებით თუნდაც, რამდენად ეზეიმება მაგალითად გირგვლიანის ოჯახს. 2012 წლის შემდეგ არაერთი ნიანგის ცრემლი ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურთა მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს აღიარებენ და განიცდიან იმ პრობლემებს, რომლებიც შექმნეს საკუთარი მმართველობით.
ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაცლილია არამც თუ პოლიტიკური, არამედ მთლიანი ყოფითი მორალისგან" - განაცხადა სარჯველაძემ.