logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილმა მრეწველების საარჩევნო რეგისტრაციის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
- +

11 სექტემბერი. 2016. 14:24



მრეწველების საარჩევნო რეგისტრაციის მოთხოვნით, გაერთიანების წევრმა ზვიად ჩიტიშვილმა შიმშილობა დაიწყო.


ჩვენი სამშობლოს თავმჯდომარე ცესკოზე ზეწოლაში საერთაშორისო ორგანიზაციებს, NDI-ს და IRI-ს ადანაშაულებს და თამარ ჟვანიას საკითხის საფუძვლიანად შესწავლისკენ მოუწოდებს.


საარჩევნო ადმინისტრაციას თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო 13 სექტემბრამდე აქვს.


მიზეზი სუბიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზი გახდა, რომლის არსებობასაც გუშინდელისგან განსხვავებით, გაერთიანებაში დღეს აღარ ადასტურებენ.

 

„ეს ამერიკელები და თურქეთის სახელწმიფო ძალიან ერევიან ჩვენს საქმეში და დღეს არის ამის დამადასტურებელი ფაქტი. მე მაქვს დოკუმენტი, რომლითაც აღიარებენ, რომ თითქოსდა რეგისტრაცია, რომელიც ჩვენმა ბლოკმა გაიარა და თითქოს რაღაც საბუთები არის დაკარგული. მე ვაპირებ შიმშილობას და ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო," - განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner