"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი. მობილიზდნენ რევანშისტები და ზეიმობენ საკუთარი მართველობის ცხრაწლიან ჯოჯოხეთს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, თავისუფალი მედიის განადგურებას, ბიზნესის ტერორს, ქვეყნის 20% დაკარგვას, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების ხოცვას, საძინებლებში კამერების დაყენებას და მერე კოლექტიურ ჩვენებებს, ციხეებში პატიმრების წამებას, აგვისტოს ომს და მიტოვებულ დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცებს”, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
ექსპერტის თქმით, ტაშს უკრავენ ჯოჯოხეთის შემოქმედებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, გვარამიას, ახალაიას, მეგის ქარდავას.
"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი
მობილიზდნენ რევანშისტები და ზეიმობენ საკუთარი მართველობის ცხრაწლიან ჯოჯოხეთს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, თავისუფალი მედიის განადგურებას, ბიზნესის ტერორს, ქვეყნის 20% დაკარგვას, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების ხოცვას, საძინებლებში კამერების დაყენებას და მერე კოლექტიურ ჩვენებებს, ციხეებში პატიმრების წამებას, აგვისტოს ომს და მიტოვებულ დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცებს. აი ამას ზეიმობენ დღეს, ტაშს უკრავენ ამ ჯოჯოხეთის შემოქმედებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, გვარამიას, ახალაიას, მეგის ქარდავას და ა.შ. და რაც მთავარია ამ სიბოროტის და კრიმინალების მხარდამჭერ-შემწყალებლად მოგვევლინა ჩვენი არჩეული პრეზიდენტი, უსირცხვილო, ყოველგვარი ადამიანური თვისებებისგან დაცლილი არალეგიტიმური პრეზიდენტი. აბა თქვენ იცით ქალბატონო სალომე, პირველ რიგში დაჯექით და იზეიმეთ სააკაშვილის მართველობის ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი." -წერს ფოჩხუა Facebook -ზე.