„ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდ ყურადღებას საქართველოს პრობლემებსა და ასეთ ტრაგედიებზე ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევთ და ვაფასებთ, თუმცა ასეთ რეზოლუციებსა და მხარდაჭერას გარკვეული შედეგები უნდა მოჰყვეს, რისი მოლოდინიც გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, რეზოლუცია არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის და ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს.
„მადლობა პარტნიორებს. ეს ყოველთვის რაღაცას უნდა ემსახურებოდეს. ოპოზიცია ტრაგედიებს თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგში სვამს. ხელმოცარული ხალხია. ბიჭი გარდაიცვლება თუ გოგო, სკოლის ბავშვები იჩხუბებენ თუ რაიმე ტრაგედია მოხდება, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ თემად გადააქციოს. ისინი რაღაცას აწევენ და ჩვენ გვეკითხებით, რეზოლუციას ხომ არ დააინიცრებთო. ოპოზიციას არავინ არაფერს ეკითხება, უმრავლესობა რას დააინიცირებს და რას არა, ჩვენ თვითონ ვიმსჯელებთ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, – განაცხადა ოდიშარიამ.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.