logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა ოპოზიციის არაკონსტრუქციულობა, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ოპოზიციიდან უფრო მეტი პოლიტიკოსი მიიღებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას
- +

23 ნოემბერი. 2023. 18:01

 

 

წინა წელს, რამდენიმე პოლიტიკოსი მონაწილეობდა ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფებში და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს მათი რიცხვი გაიზრდება. რატომ? - იმიტომ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა ოპოზიციის არაკონსტრუქციულობა, ეს ძალიან ზედაპირზე ამოტივტივდა და ყველასთვის მარტივად გასაგები გახდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„თან ამბობენ, რომ დეპოლარიზაციაზე უნდა ვიმუშაოთო, თან სამუშაო ჯგუფებში არ შედიან და თან გახსოვთ ხაბეიშვილმა, ზაფხულში გააკეთა განცხადება ცხელ შემოდგომასთან დაკავშირებით. მათ იმხანად ნაცარში ბევრი კოვზი ჩაუცვივდათ, ცდილობდნენ, რომ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner