logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ლელომ “ ისე წარმართა ყველაფერი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი შეექმნათ
- +

23 ნოემბერი. 2023. 18:36

 

 

„ლელომ “ ისე წარმართა ყველაფერი, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მისი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ისეთი პრობლემები შეიქმნა, რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი შეექმნათ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მე მგონია, რომ ხაზარაძის მცდელობის კონფიგურაცია დაახლოებით ასეთია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მას არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრწილად პარტნიორობენ. არ უნდა იმიტომ, რომ ხვდებიან რამხელა ნეგატიური კონოტაციის მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება მისთვისვე. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ლელოს“ გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ „ლელოს“ ამომრჩევლის უმრავლესობა მათ გაერთიანებაზე უარს იტყვის. ამიტომ ამას უარყოფითი ნიშნულიც აუცილებლად მოჰყვება და ეს მათაც კარგად იციან. სხვათა შორის ეს ბევრ კონფიგურაციაზე ითქმის, იგივე გახარიას გუნდის გაერთიანებაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვნახეთ საკრებულოების დონეზე მათმა თანამშრომლობამ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა თვითონ გახარიას მხარეს. „ლელომ“ ისე წარმართა ყველაფერი, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მისი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ისეთი პრობლემები შეიქმნა, რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი შეექმნეთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner