მიხეილ სარჯველაძე „ქრონიკაში“ ჩართვისას „ნაცმოძრაობის“ 11-პუნქტიან მანიფესტს გამოეხმაურა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9-წლიანი პერიოდის გახსენება ელექტორატში მაინც და მაინც პოზიტიურ შთაბეჭდილებებს არ იწვევს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე ისინიც იციან, რომ ელექტორატის ძირითადი ბირთვისთვის ეს უარყოფითი რეპუტაცია მაინც და მაინც პრობლემური არ არის.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შემთხვევაში, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, იმის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოს მოქალაქე არ არის, სარჯველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ მანიფესტში სიახლე შემოთავაზებული არ არის, რომ სააკაშვილი კვლავ მთავარ ცენტრად რჩება.
„აქვთ გარკვეული ბმა და ეს ბმა დაკავშირებულია სააკაშვილის ფაქტორთან, ამიტომ მანიფესტში სიახლე შემოთავაზებული არ არის, რომ სააკაშვილი კვლავ ცენტრად რჩება. გარდა იმისა, რომ ეს მართლსაწინააღმდეგოა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა და ეს არ შეიძლება ანგარიშგაწეული დარჩეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე განმარტებით, სამართლებრივად წინააღმდეგობაში მოდის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერეოდეს.
„ის ხალხი, რომელსაც შეუძლია, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკუთარი აღქმა უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ობიექტური სამართალი რაც არის - ქვეყნის მოქმედი წესრიგი, წესრიგზე მაღლა საკუთარი თავის დაყენების ამ უფლების მოპოვებამ განაპიობა ის მარცხი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა“, - განაცხადა სარჯველაძემ.