ევროკომისიამ მხარი დაუჭირა აღდგენის ფონდიდან უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის დახმარების საკითხში უნგრეთის ვეტო დაძლიოს.
ეს პირველი ოფიციალური მწვანე შუქია უნგრეთის მთავრობისთვის, რათა მიიღოს ევროკავშირის სახსრები, რომელიც პრაქტიკულად დაბლოკილი იყო გასული წლის დეკემბრის შემდეგ.
ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რომ დაამტკიცოს ევროკომისიის შეფასება და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს.