"მომავალი წლიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს ," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.