logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: 21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ „მიშამადიდებლებს”
- +

23 ნოემბერი. 2023. 21:13

"21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ „მიშამადიდებლებს. - წერს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე.

 

 

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ყველანაირი მანკიერება საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს დაინერგა.

 

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის რეაბილიტირების მცდელობით და მავნებლური ქმედებებით,

„ნაცმოძრაობასთან” ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.

 

 

21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ “მიშამადიდებლებს”. რა მოიტანა ამ, ფერადმა ფარსმა საქართველოსთვის:

 

 

• ინვესტიციების მოზიდვის სახელით, ბიზნესის რეკეტი…

 

 

• ადამიანის უფლებებზე ზრუნვით “გაპრავებული”, სიცოცხლის მოსპობა…

 

 

• მართლმსაჯულების რეფორმით შეფუთული, ნულოვანი ტოლერანტობა და ასიათასობით პრობაციონერი…

 

 

• ეკონომიკის გაუმჯობესების სახელით, რუსეთზე გასხვისებული სახელმწიფო რესურსები…

 

 

• დეოკუპაციის მოტივით, საქართველოს 20% ტერიტორიების დაკარგვა და დეკლარირებული ოკუპაცია…

 

 

• ევროპული ღირებულებების სახელით შემოსაღებული, ლიბერალური ფაშიზმი…

 

 

• სახელმწიფო სისტემის გამჭირვალობის სახელით, ნაც-მოძრაობაზე მორგებული ადმინისტრაცია…

 

 

• კორუფციასთან ბრძოლის სახელით, სახელმწიფო ხარჯზე გამდიდრებული მინისტრები, ოჯახის წევრები და პარტიული ელიტა…

 

 

მოკლედ თუ რაიმე მანკიერება, ნაძირლობა, ელიტური კორუფცია, ოლიგარქია და მოძალადე რეჟიმის სახე არსებობს მსოფლიოში, „ვარდების რევოლუციამ” და სააკაშვილის მმართველობამ დანერგა საქართველოში.

 

 

ჰო და…ქალბატონო სალომე!

 

 

ამ ნაძირლებთან თანამშრომლობა და სააკაშვილის რეაბილიტაციის მცდელობა, რასაც თქვენი მავნებლური პოლიტიკით ცდილობთ, ზემოხსენებული მონაპოვარის თანაზიარად გაქცევთ და ნაც-მოძრაობასთან ერთად მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება…რადგან- „ვარდების რევოლუციის” ნაგავი, რომელიც 2012 წელს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკური მოუსავლეთისკენ გაუშვა, თქვენი მოღალატეობრივი მოქმედებებით, რადიკალიზმის წახალისებითა და ექსტრემისტების დაყვავებით, აძლევს საშუალებას სააკაშვილსა და სხვა უსამშობლო ნაძირლებს კვლავ იარსებონ ქართულ პოლიტიკაში!” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner