logo_geo
eng_logo
სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე ავიადარტყმებს 82 ადამიანი ემსხვერპლა
- +

11 სექტემბერი. 2016. 14:49



„BBC"-ის ცნობით, სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა.



ქალაქ იდლიბში ბაზრის დაბომბვას 37 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. 45-ზე მეტი კი - ალეპოს პროვინციაზე მიტანილ საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.



ავიადარტყმებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს. 10-დღიანი ზავი 12 სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, რის შემდეგაც, შეთანხმების თანახმად, რუსეთი და აშშ ჯიჰადისტებზე კოორდინირებული დარტყმების განხორციელებას დაიწყებენ.



თურქეთის ხელისუფლების თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner