ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ისრაელის არმია ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.
"რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, პირველ რიგში მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება", - განუცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებს.
"რაც თქვენგან მოითხოვება ამ [ზავის დროს] არის ორგანიზება, მომზადება, იარაღის მიწოდება და მზადყოფნა. იქნება გაგრძელება, რადგან ჩვენ უნდა დავასრულოთ გამარჯვება და შევქმნათ იმპულსი მძევლების შემდგომი გათავისუფლებისთვის, რომლებიც მხოლოდ ["ჰამასზე"] ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან", - აღნიშნა იოავ გალანტმა.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.