logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზეიმო არაფერი აქვთ - ნაცმოძრაობამ საზოგადოებას თავი უფრო ეკლებით დაამახსოვრა, ვიდრე ვარდებით
- +

23 ნოემბერი. 2023. 23:48

"საზეიმო არაფერი აქვთ - ნაცმოძრაობამ საზოგადოებას თავი უფრო ეკლებით დაამახსოვრა, ვიდრე ვარდებით," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

ის სისტემური ჩავარდნა, რაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დღემდე რჩება მათი პოლიტიკური ბიოგრაფიის მძიმე ნაწილად, თუმცა არც ოპოზიციაში აკლებენ იმის მცდელობას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დღეს მათ საზეიმო არაფერი აქვთ. სჯობს ერთხელ შეიკრიბონ და მოიკრიბონ ძალა, საზოგადოებას ბოდიში უთხრან იმისთვის, რაც თავის დროზე გააკეთეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner