"ვინ ბედავს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რომ შესაწყალებელთა რიგებში მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს - ხმა ისმის და ადამიანი არ ჩანს," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, როცა პარტიაში გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არავის სჭირდება.
„სინამდვილეში, სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას უნდა თუ არა, საკითხავია. ძალიან დიდი მოტივაციითა და მხიარულებით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გადანაწილება. როცა ასეთი გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება?! ჯერ აცალონ ამ ხალხს - ყველაფერს გადაინაწილებენ, აიწონა-დაიწონაც დასრულდება, ვნახავთ მელია გადაწონის თუ ხაბეიშვილი და რაც დათესეს, იმ მოსავალს რომ აიღებენ, მერე სააკაშვილის საკითხი უფრო ადვილად დასანახი გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.