logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ორი ადამიანი არ მოიძებნება დღეს ოპოზიციაში, რომელიც ერთმანეთს ენდობა და ერთმანეთს ლიდერად აღიარებს
- +

23 ნოემბერი. 2023. 23:59

"არავის უნდა, რომ მეორე იყოს ლიდერი - სალომე ზურაბიშვილს კრიტიკული გამოსვლების შემდეგ თან აქებდნენ, თან აკრიტიკებდნენ. ერთ დღესაც არ აცდიდნენ, რომ მას თავისი კრიტიკული პოზიციებით რაიმე დივიდენდები მიეღო ოპოზიციურ ელექტორატში," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ორი ადამიანი არ მოიძებნება დღეს ოპოზიციაში, რომელიც ერთმანეთს ენდობა და ერთმანეთს ლიდერად აღიარებს. ამიტომაც აგებენ არჩევნებს. ჩვენ, ხელისუფლებას კი, სრულიად განსხვავებული გუნდი გვყავს - ყველას აქვს თავისი ლიდერობა, ფუნქციები, მისია. გუნდი არის კარგად შეთამაშებული და ერთ მუშტად შეკრული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner