logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: საზოგადოებასაც არ სჭირდება ასეთი დამორჩილებული და მართული, კომპრომეტირებული პოლიტიკოსები, ამიტომ ვერ იმარჯვებენ არჩევნებში
- +

24 ნოემბერი. 2023. 00:05

"ვერ იქნებიან ესენი თავისუფლები, სანამ ბიოგრაფიაში, პირდაპირ ხელისგულზე უდევთ - დავალებებით თავისი ქვეყანა დააზიანეს," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

როდესაც ხელისუფლებაში იყო, არც მაშინ იყვნენ ეს ადამიანები თავისუფალი, არც ოპოზიციაში არ იყვნენ თავისუფალი, როდესაც ქვეყნიდან იყო გასული და ოთხივე მიმართულებით გზა გახსნილი ჰქონდა, მაშინაც არ იყო თავისუფალი. ვერ იქნებიან ესენი თავისუფლები, სანამ ბიოგრაფიაში, პირდაპირ ხელისგულზე უდევთ - დავალებებით თავისი ქვეყანა დააზიანეს.

 

 

თავისუფალი როგორ იქნები, როდესაც ხელის მომწერი ხარ შენი ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარებაზე?! როგორ იქნები თავისუფალი, როდესაც ჯარის მიტოვება შეგიძლია ბრძოლის ველზე?! როგორ იქნები თავისუფალი, როდესაც თავისუფალ ტელევიზიებში რეიდებით შედიხარ?! ვერ იქნები! ეს ყველაფერი არის, რაც მათ გააკეთებინეს და რასაც მომავალში გააკეთებინებენ. ამიტომ ეს ხალხი ვერ გათავისუფლდება და საზოგადოებასაც არ სჭირდება ასეთი დამორჩილებული და მართული, კომპრომეტირებული პოლიტიკოსები. ამიტომ ვერ იმარჯვებენ არჩევნებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner