logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს თავში აზრად არ მოუვა, რომ პარლამენტში მანდატები მოიპოვოს და მერე არ შევიდეს
- +

24 ნოემბერი. 2023. 00:10

"ეს რადიკალური ოპოზიცია ჩვენ გვიწესებდა 43%-იან ბარიერს და თვითონ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც არ უნდათ - სად არის ლოგიკა? ელემენტარული სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა ჰქონდეს, როდესაც კონკურენტ პარტიას სთხოვ 43%-იანი ბარიერის გადალახვას და შენ წუწუნებ 5%-იან ბარიერზე," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ეს არის ოპოზიციის მხრიდან თავისივე ელექტორატის მოტყუება. წინასწარ იჭერენ თადარიგს, რომ წაგებული არჩევნები დააბრალონ არჩევნებს. არჩევნების წაგებას რომ არჩევნებს დააბრალებ, ოპოზიციაში მანდატების დიდ რაოდენობას აიღებ და იტყვი, მე არ მინდა ოპოზიციაში ყოფნა და არ შევალ პარლამენტშიო, ეს უკვე ძალიან არასერიოზულია და ასეთი ხალხის ადგილი პოლიტიკაში არ არის. არც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს თავში აზრად არ მოუვა, რომ პარლამენტში მანდატები მოიპოვოს და მერე არ შევიდეს“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner