logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნაცტყუილებით არ გაბრუვდება საქართველო, თავხედნო!
- +

11 სექტემბერი. 2016. 14:51



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„დამიჯერეთ, ქართველებო! ესენი, არ გარდაქმნილან, ისევ ცოცხებსა და „დუბინკებზე" საუბრობენ. მოუსმინეთ ახალგაზრდა (ქალბატონი, დედა, შვილი, და) როგორ ამბობს: „ღირსი იყვნენ ცოცხების და „დუბინკებისო"! თან ამას ამბობს პროვოკატორი, რომელიც მოსული იყო „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატთან... არ დაიჯეროთ მიშასი და არც მისი თანამეცხედრე სანდრასი, ისინი ერთნი არიან, ერთი ოჯახის წევრები! არანაირ სინანულს და თვითგვემას, ფაშისტთა ნარჩენები არ განიცდიან!!! ირაკლი კობახიძემ, პრევენციისთვის განცხადება როცა გააკეთა, აქირქილდნენ „ნაცები" და მასთან აფილირებული არასამთავრობოები თუ ჟურნალისტები. აი ფაქტი, პროვოკაციისა! და ასეთი რამდენი იყო და იქნება! ქართველო ერო, დასაჯე ცერბერთა ხროვა და გამოუტანე განაჩენი 8 ოქტომბერს! მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს სერია? ამჟამად მთავარ როლში სანდრაა! მაგრამ ნაცტყუილებით არ გაბრუვდება საქართველო, თავხედნო!!!" - წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.


„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში, „ქართული ოცნების" კანდიდატების ფატი ხალვაშისა და ვახტანგ წულაძის ბარცხანის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც საკრებულოს წევრმა ნაზი ფუტკარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა, ვინმე ივანიძემ და ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილმა მოაწყვეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner